სახელი: | არიადნა |
გვარი: | ადამია |
მამის სახელი: | კალისტრატეს ძე |
დაბ. თარიღი: | 25.09.1920 |
ასაკი: | 73 |
დაბ. ადგილი: | სენაკი |
სამხედრო წოდება: | |
გაუჩინარების ადგილი: | სოხუმი, |
გაუჩნარების თარიღი: | 02.10.1993 |
დაღუპვის ადგილი: | სოხუმი, |
დაღუპვის თარიღი: | 02.10.1993 |
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1920 წლის 25 სექტემბერს ქ. სენაკში.
1937 წელს დაამთავრაქ. სენაკის საშუალო სკოლა.
40-იან წლებში სწავლობდა ქ. სენაკის სამედიცინო ტექნიკუმში, სპეციალობა - მედდა.
1947 წელს გადავიდა საცხოვრებლად ქ. სოხუმში. 1950 წელს დაოჯახდა. 1950 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა ქ.სოხუმის მე-11 საშუალო სკოლაში სამედიცინო პუნქტის მედდად.
80-იან წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ღირსეულად დააფასა ქ-ნ არიადნას ღვაწლი სამედიცინო საქმიანობის სფეროში და მიანიჭა აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის დამსახურებული მედიცინის მუშაკის წოდება.
იყო წითელი ჯვრის ორგანიზაციის წევრი. აქვს მიღებული სიგელები.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 2 ოქტომბერს მოკლეს ორ მეზობელთან ერთად თავის სახლში. საფლავი დღემდე ცნობილი არ არის.