დაკარგულის ძებნა
გაფართოებული ძიება

დაკარგული

ნაპოვნია!
სახელი: ნოდარ
გვარი: ხახიაშვილი
მამის სახელი: ვლადიმერის ძე
დაბ. თარიღი: 10.07.1961
ასაკი: 32
დაბ. ადგილი: თეთრი წყარო
სამხედრო წოდება: ზემდეგი
გაუჩინარების ადგილი: სოხუმი,
გაუჩნარების თარიღი: 27.09.1993
დაღუპვის ადგილი: სოხუმი,
დაღუპვის თარიღი: 27.09.1993

მოკლე ბიოგრაფია:

დაიბადა 1961 წლის 10 ივლისს თეთრი წყაროს რაიონში.

1968–1976 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 64ე საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქ. თბილისის 18-ე პროფესიულ სასწავლებელში (პროფესია-მღებავი).

1981–1983 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში თურქმენეთის რესპუბლიკის ქალაქ აშხაბადში. 6 თვის შემდეგ გადაყვანილ იქნა ავღანეთში. მიღებული აქვს  სამი მედალი ,,მხედრული მამაცობისათვის".

დემობილიზაციის შემდეგ ჩაირიცხა ქ. ლენინგრადის ა. ტოლიატის სახელობის საინჟინრო-ეკონომიური უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე.

მუშაობდა ქ. თბილისის სამხედრო კომენდატურაში.იყო ,,ავღანელთა"  ბატალიონის წევრი.

1993 წელს მუშაობა დაიწყო უშოშროების სამსახურში (სამხედრო წოდება – ზემდეგი).

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს დაიღუპა ქ. სოხუმში მინისტრსთა საბჭოს დაცვის დროს (საფლავი უცნობია).

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის  25 ნოემბრის განკარგულებით, დაჯილდოვებულია ვ. გორგასლის I ხარისხის ორდენით.

პარტნიორი ორგანიზაციები