სახელი: | ბესიკ |
გვარი: | ექიზაშვილი |
მამის სახელი: | ვალდიმერის ძე |
დაბ. თარიღი: | 19.06.1971 |
ასაკი: | 22 |
დაბ. ადგილი: | თბილისი |
სამხედრო წოდება: | ზემდეგი |
გაუჩინარების ადგილი: | ცუგუროვკა |
გაუჩნარების თარიღი: | 16.07.1993 |
დაღუპვის ადგილი: | |
დაღუპვის თარიღი: |
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1971 წლის 19 ივნისს ქ. თბილისში.
1977-1988 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 129-ე საშუალო სკოლაში. გატაცებული იყო ხატვით, უყვარდა ჭედურობა, წერდა ლექსებს. მე-4 კლასიდან ვარჯიშობდა კარატეში.
1988 წელს ჩააბარა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში ქ. ბარნაულში. უმაღლესში სწავლის პერიოდში ავარჯიშებდა სამხედროებს კარატეში, ამავე პერიოდში გახდა ,,შავი ქამრის" მფლობელი.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენების გამო მიატოვა სასწავლებელი და დაბრუნდა საქართველოში, ვინაიდან თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო.
1991-1992 წლებში მუშაობდა შსს დაზვერვის დეპარტამენტში.
1993 წლის მარტიდან გადავიდა თავდაცვის სამინისტროში და დაინიშნა მანგლისის ბატალიონის ოცმეთაურად. 19 წლის ასაკში მიენიჭა ლეიტენანტის წოდება.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 16 ივლისს შრომა-სტარუშკინა-ცუგუროვკასთან გამართული ბრძოლებში დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
დარჩა დედა-გულიკო ექიზაშვილი და და -ეკატერინე ექიზაშვილი.
დაჯილდოვებულია ვ. გორგასლის III ხარისხის ორდენით.