სახელი: | გოჩა |
გვარი: | დევაძე |
მამის სახელი: | ვლადიმერის ძე |
დაბ. თარიღი: | 16.10.1962 |
ასაკი: | 30 |
დაბ. ადგილი: | სურამი |
სამხედრო წოდება: | ზემდეგი |
გაუჩინარების ადგილი: | გაგრა |
გაუჩნარების თარიღი: | 02.10.1992 |
დაღუპვის ადგილი: | |
დაღუპვის თარიღი: |
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1962 წლის 16 ოქტომბერს ხაშურის რ–ნის დაბა სურამში.
1969–1979 წლებში სწავლობდა სურამის №1 საშუალო სკოლაში.
1980–1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. ჩიტაში.
1983 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1988 წელს.
1988 წლიდან მუშაობდა ქ. ხაშურის ქალაქ–ვაჭრობაში გაერთიანების გამგედ.
გოჩა იყო სათადარიგო ოფიცერი. 1982 წლის მაისში, ხაშურის სამხედრო კომისარიატის მიერ მივლინებულ იქნა 4 თვით ქ. ახალციხეში.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ გაგრასთან დაიკარგა უგზო–უკვლოდ.
დარჩა მშობლები და ორი და.