დაკარგულის ძებნა
გაფართოებული ძიება

დაკარგული

სახელი: ფრიდონ (სპირიდონ)
გვარი: თირქია
მამის სახელი: ვარლამის ძე
დაბ. თარიღი: 22.05.1954
ასაკი: 39
დაბ. ადგილი: ხობის რ-ნი, სოფ. საჯიჯაო
სამხედრო წოდება: მაიორი
გაუჩინარების ადგილი: სოხუმი,
გაუჩნარების თარიღი: 27.09.1993
დაღუპვის ადგილი:
დაღუპვის თარიღი:

   მოკლე ბიოგრაფია:

   თირქია ფრიდონ (სპირიდონ) ვარლამის ძე დაიბადა 1954 წლის 22 მაისს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში.

   1961-1971 წლებში სწავლობდა სოფელ საჯიჯაოს საშუალო სკოლაში.

   1971 წელს სწავლა გააგრძელა ქ. სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.

   1972-1974 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამასხურს ქ. გვარდეისკსა და ქ. უსტ-კამენოგორსკში.

   დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა ქ.სოხუმში და დაიწყო მუშაობა.

   1992-1993 წლებში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის საარმიო კორპუსის ცალკეული სარემონტო - აღდგენით ბქატალიონში მეთაურის მოადგილედ (წოდება - მაიორი).

  1993 წლის 27 სექტემბერს  ქ. სოხუმში წარმოებული ბრძოლების დროს დაიკარგა უგზო-უკვლოდ .

  დარჩა მეუღლე და ქალიშვილი

პარტნიორი ორგანიზაციები