დაკარგულის ძებნა
გაფართოებული ძიება

დაკარგული

სახელი: მამუკა
გვარი: პაპიძე
მამის სახელი: გენადის ძე
დაბ. თარიღი: 18.03.1992
ასაკი: 21
დაბ. ადგილი: ჭიათურის რანი, სოფ უსახელო
სამხედრო წოდება: რიგითი
გაუჩინარების ადგილი: სოხუმი, ახალი რაიონი,
გაუჩნარების თარიღი: 23.09.1993
დაღუპვის ადგილი: სოხუმი, ახალი რაიონი,
დაღუპვის თარიღი: 23.09.1993

მოკლე ბიოგრაფია:

მამუკა გენადის ძე პაპიძე დაიბადა 1972 წლის 18 მარტს ჭიათურის რაიონის სოფელ უსახელოში.

1978-1989 წლებში სწავლობდა ჭიათურის რაიონის სოფელ ნიგოზეთის საშუალო სკოლაში.

1989 წელს სწავლა გააგრძელა ქუთაისის ავტომექანიკურ კოლეჯში ავტომშენებლის სპეციალობაზე. 1992 წელს დაამთავრა კოლეჯის სრული კურსი ტექნიკოს-მექანიკოსის კვალიფიკაციით.

1992 წლის 25 აგვისტოს გაწვეულ იქნა ეროვნული გვარდიის რიგებში და მსახურობდა ქუთაისის 30-ე ბრიგადაში. იბრძოდა აფხაზეთის რეგიონში.

1993 წლის 23 სექტემბერს, საბრძოლო დავალების შესრულების დროს, მამუკა გენადის ძე პაპიძე (მეტსახელი-,,მამლუქი") დაიღუპა გმირულად ქალაქ სოხუმის ახალ რაიოში. სამარხის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

დარჩა მშობლები - გენადი და ეთერ პაპიძეები.

მიმაგრებული სურათები:
მიმაგრებული დოკუმენტები:

პარტნიორი ორგანიზაციები