დაკარგულის ძებნა
გაფართოებული ძიება

დაკარგული

სახელი: ჯუმბერ
გვარი: ბეთაშვილი
მამის სახელი: სერგოს ძე
დაბ. თარიღი: 26.06.1939
ასაკი: 54
დაბ. ადგილი: თბილისი
სამხედრო წოდება: კაპიტანი
გაუჩინარების ადგილი: აფხაზეთი,სოხუმი,
გაუჩნარების თარიღი: 27.09.1993
დაღუპვის ადგილი: აფხაზეთი,სოხუმი,
დაღუპვის თარიღი: 27.09.1993

მოკლე ბიოგრაფია:  

დაიბადა1939 წლის 26 ივნისს ქ. თბილისში.

1946 წელს სწავლა დაიწყო თბილისის I საშუალო სკოლაში. 1950 წელს ოჯახი  საცხოვრებლად გადავიდა სოხუმში. 1956 წელს დაამთავრა სოხუმის I საშუალო სკოლა. შემდეგ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სწავლობდა ასევე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე. ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს ტერეშჩენკოს ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი. სწავლობდა მოსკოვის უმაღლეს პარტიულ სკოლაში. 

1972 წელს იყო მიუნჰენში ოლიმპიური თამაშების კომსორგი. 

1974 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გაგრაში საქალაქო კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ. 1976 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში. 

1992–1993 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი.აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მას არც ერთი დღე არ დაუტოვებია სოხუმი. ის ეხმარებოდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს. როდესაც სოხუმი დაეცა, მას სთხოვდნენ დაეტოვებინა ქალაქი. მისი ბოლო სიტყვები იყო: ,,მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ".

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

პარტნიორი ორგანიზაციები