დაკარგულის ძებნა
გაფართოებული ძიება

დაკარგული

სახელი: ალექსანდრე
გვარი: კუკულდავა
მამის სახელი: ჯემალის ძე
დაბ. თარიღი: 03.02.1968
ასაკი: 24
დაბ. ადგილი: თბილისი
სამხედრო წოდება: ზემდეგი
გაუჩინარების ადგილი: აფხაზეთი,განთიადი
გაუჩნარების თარიღი: 05.10.1992
დაღუპვის ადგილი:
დაღუპვის თარიღი:

მოკლე ბიოგრაფია:

დაიბადა ქ. თბილისში 1968 წლის 3 თებერვალს.

1974–1985 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის მე-10 საშუალო სკოლაში. სკოლაში სწავლის პერიოდში ირიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რეგბის გუნდში. 1985 წელს ჩაირიცხა პოლიტექნიკური ტექნიკუმის სამშენებლო ფაკულტეტზე.

1986-1988 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. დემობილიზაციის შემდეგ დაამთავრა სამშენებლო ტექნიკუმი და მიენიჭა მშენებლის კვალიფიკაცია.

1988 წელს მუშაობა დაიწყო ისნის რაიონის მცირე სარემონტო საწარმო ,,დიდოსტატში" მშენებელ-ოსტატის თანამდებობაზე.

1992 წლის მაისში მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში სამაჩაბლოში. კოფლიქტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სამხედრო პოლიციაში და დაინიშნა ასეულის მეთაურად. მეგობრები ,,ვაზირა"-ს ეძახდნენ.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს,  1992 წლის 5 ოქტომბერს  სოფელ განთიადში დაიკარგა უგზოუკვლოდ.

დაჯილდოვებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის" და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ.

მიმაგრებული სურათები:
მიმაგრებული დოკუმენტები:

პარტნიორი ორგანიზაციები