2013 წლის 2 ივლისს ქ. თბილისის საბურთალოს და ქ.დუშეთის ძმათა სასაფლაოებზე აღინიშნა სხოვნის დღე აფხაზეთში, კერძოდ ლაბრა-ტამიშის ოპერაციების დროს დაღუპული მეომრების უკვდავსაყოფად. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ქ. დუშეთის გამგეობისა და ფონდ ,,მოლოდინის“ ურთიოერთთანამშრომლობის საფუძველძე.
ეს ღონისძიება 15 წელია, რაც იმართება ყოვეწლიურად. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს დაიღუპა დუშეთის ბატალიონის თითქმის ყველა წევრი. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე დღეა დუშეთის რაიონის მოსახლეობისათვის.
საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე დაკრძასლულია ბატალიონ ,,ავაზა“-სწევრები. ისინი 1993 წლის 2 ივლისს ტამიშთან გამართული ბრძოლის დღოს დაიღუპნენ გმირულად