ფონდი ,,მოლოდინი“ ორგანიზაციას უწევს გაზეთ ,,მოლოდინი“-ს გამოშვებას, სადაც ქვეყნდება ცალკეულუგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ ინფორმაცია და ბიოგრაფიული მონაცემები. გაზეთში ასევე აისახება ყველა საკანონმდებლო და სოციალური საკითხები, რაც ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს.
აღნიშნული მასალების მოპოვებას, შეგროვებას და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს ფონდ ,,მოლოდინი“-ს მშობელთა კომიტეტი.გაზეთის გამოშვებასთან დაკავშირებით ფონდი ,,მოლოდინი“ თანამშრომლობს სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასევე ცალკეულ საზოგადოებისათვის ცნობილ პირებთან.