დიღმის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გაიხსნა დაკარგულ პირთა სხოვნის მუზეუმი ,,მოლოდინი“, სადაც განთავსებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ამსახველი მასალები, კერძოდ: მუზეუმში თავმოყრილია დაკარგულ პირთა ერთეული და ჯგუფური ფოტოები, ვიდეო მასალები. აქ აგრეთვე ნახავთ ზოგიერთ ნივთებს, რომლებსაც დაკარგული პირი ატარებდა კონფლიქტამდე და რომელიც მოძიებული იქნა ოჯახის მიერ. აქვეა ვიდეოფილმი დაკარგულთა სახეებით, მათი გვარებისა და სახელების მითითებით. საჭიროების შემთხვევაში იქვე შეიძლება მისი დემონსტრირება პროექტორით.
მუზეუმში არის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ალბომები, როგორც ქართველი, ასევე აფხაზი და ოსი ეროვნების უგზო-უკვლოდ დაგარგული პირების სურათებით. აქვეა შტაბეჭდილებების წიგნი დიდი სიყვარულით სავსე სიტყვებით და გამოძახილებით. მუზეუმში გამოფენილია ფერწერული სურათები და სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნამუშევრები როგორ, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, ასევე მათი ოჯახის წევრების.
მუზეუმი ,,მოლოდინი“ წარმოადგენს ერთ მთლიან მემორიალს, სადაც ეზოში , შემოსასვლელთან დგას მეომრის ბიუსტი, რომელიც ესადაგება ყველა დაკარგული მებრძოლის სახეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ტექნიკური საკითხი. ყველა მასალები დალაგებულია თემატურად და დაცილია ექსპოზიცია. ყოველივე ეს დაკარგულთა მშობლებისა და მნახველთა კმაყოფილებას იწვევს.