სიახლეები

სოხუმში 1993 წლის 22 სექტემბერს დაღუპული გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

10 დეკემბერი, 2014

   მიმდინარე 2014 წლის მაისსა და ივნისის თვეში განხორციელდა აფხაზეთიდან, კერძოდ სოფელ ბაბუშერას სასაფლაოზე დაკრძალულ პირთა ეგსგუმაცია და მოხდა მათი რეპატრიაცია თბილისის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრში, სადაც დღემდე მიმდინარეობს ნეშთების ლაბორატორიული კვლევა. ხოლო მათი ძვლოვანი ქსოვილებიდან სინჯები გადაიგზავნა ხორვატიაში, კერძოდ ქ. ზაგრების ლაბორატორიაში, სადაც ხდება დნმ-ის ანალიზი და კვლევების საფუძველზე ნეშთების იდენტიფიკაცია.

   დღეისათვის იდენტიფიცირებულია ოთხი ნეშტი: ზურაბ და თეიმურა ზალდასტანიშვილები და მათი ბიძები, ვასილ და ნიკოლოზ წიკლაურები, გმირები, რომლებიც შესაბამისი სამხედრო პატივით 2014 წლის 9 დეკემბერს დაკრძალეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე (იხ. Link-ი: youtu.be/mmQe4YwaBWo)

   სავარაუდოდ, 2015 წლის იანვრის თვეში კიდევ 12 ნეშტი იქნება იდენტიფიცირებული. აღნიშნული პროცესი მოიცავს სულ 54 ნეშთს.

   ნეშტების ეგსგუმაციასა და დანარჩენ პროცესებში მონაწილეობა მიიღო არგენტინიდან ჩამოსულმა პათანატომთა ჯგუფმა.

   ეს ღონისძიებები განხორციელდა საერთაშორისო წითელი ჯვრის საქართველოს დელეგაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამონისტროსა  და ფონდ  ,,მოლოდინი"-ს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად.

პარტნიორი ორგანიზაციები