დაკარგულის ძებნა
გაფართოებული ძიება

დაკარგული

სახელი: არიადნა
გვარი: ადამია
მამის სახელი: კალისტრატეს ძე
დაბ. თარიღი: 25.09.1920
ასაკი: 73
დაბ. ადგილი: სენაკი
სამხედრო წოდება:
გაუჩინარების ადგილი: სოხუმი,
გაუჩნარების თარიღი: 02.10.1993
დაღუპვის ადგილი: სოხუმი,
დაღუპვის თარიღი: 02.10.1993

მოკლე ბიოგრაფია:

დაიბადა 1920 წლის 25 სექტემბერს ქ. სენაკში.

1937 წელს დაამთავრაქ.  სენაკის საშუალო სკოლა.

40-იან წლებში სწავლობდა ქ.  სენაკის სამედიცინო ტექნიკუმში, სპეციალობა - მედდა.

1947 წელს გადავიდა საცხოვრებლად ქ. სოხუმში. 1950 წელს დაოჯახდა. 1950 წლიდან 1993 წლამდე  მუშაობდა ქ.სოხუმის მე-11 საშუალო სკოლაში სამედიცინო პუნქტის მედდად.

80-იან წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ღირსეულად დააფასა ქ-ნ არიადნას ღვაწლი სამედიცინო საქმიანობის სფეროში და მიანიჭა აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის დამსახურებული მედიცინის მუშაკის წოდება.

იყო წითელი ჯვრის ორგანიზაციის წევრი. აქვს მიღებული სიგელები.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 2 ოქტომბერს მოკლეს ორ მეზობელთან ერთად თავის სახლში. საფლავი დღემდე ცნობილი არ არის.

პარტნიორი ორგანიზაციები