სახელი: | ბესარიონ |
გვარი: | კივილაძე |
მამის სახელი: | ნოდარის ძე |
დაბ. თარიღი: | 26.12.1961 |
ასაკი: | 31 |
დაბ. ადგილი: | თბილისი |
სამხედრო წოდება: | უფროსი ლეიტენანტი |
გაუჩინარების ადგილი: | ბაბუშერა |
გაუჩნარების თარიღი: | 22.09.1993 |
დაღუპვის ადგილი: | ბაბუშერა |
დაღუპვის თარიღი: | 22.09.1993 |
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1961 წლის 26 დეკემბერს ქალაქ თბილისში.
1980 წელს ფრიადზე დაამთავრა ქ. თბილისის 132–ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1985 წელს.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მიიღო სამხედრო განათლება არტილერისტის პროფესიით და მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება.
1985 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი.
1989 წელს მოიპოვა ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1989 წელს მუშაობა დაიწყო ფიზიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერმუშაკად. ამავე დროს მიწვეული იქნა ჰელსინკის ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილ ლაბორატორიაში ერთობლივი გამოკვლევების ჩასატარებლად.
1989 წელს დაქორწინდა და შეეძინა ორი ქალიშვილი – თინათინი და სოფიო.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს (გვარდიის) 1992 წლის 20 ნოემბრის №325 ბრძანებით ჩარიცხულ იქნა პირველი ბრიგადის პირველი სპეცდანიშნულების ასეულში ჯერ ათეულის, შემდეგ ოცეულის მეთაურად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, დაიღუპა ავიაკატასტროფაში ბაბუშერას აეროპორტში.
დაჯილდოვებულია ვ. გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდებით.