დაკარგულის ძებნა
გაფართოებული ძიება

დაკარგული

ნაპოვნია!
სახელი: გივი
გვარი: პაპუაშვილი
მამის სახელი: არჩილის ძე
დაბ. თარიღი: 04.09.1945
ასაკი: 48
დაბ. ადგილი: თბილისი
სამხედრო წოდება: მაიორი
გაუჩინარების ადგილი: სოხუმი,
გაუჩნარების თარიღი: 26.09.1993
დაღუპვის ადგილი:
დაღუპვის თარიღი:

მოკლე ბიოგრაფია:

დაიბადა 1945 წლის 4 სექტემბერს ქ. თბილისში.

1952 წელს სწავლა დაიწყო ზაჰესის საშუალო სკოლაში. მეცხრე კლასიდან სწავლა გააგრძელა თბილისის 112–ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1962 წელს.

1969 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1974 წელს, კვალიფიკაციით ინჟინერ–მშენებელი.

მუშაობდა მშენებლობის სამინისტროსა და სხვადასხვა სამშენებლო ტრესტებში ინჟინრად.

1993 წლიდან ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს სადესანტო–მოიერიშე ბატალიონში მეთაურის მოადგილედ.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 26 სექტემბერს, ქ სოხუმთან დაიკარგა უგზო–უკვლოდ.

დარჩა მეუღლე–ნელი და სამი შვილი – არჩილი, ალექსანდრე და ლალი.

პარტნიორი ორგანიზაციები