სახელი: | გივი |
გვარი: | კუხალაშვილი |
მამის სახელი: | გიგლას ძე |
დაბ. თარიღი: | 05.05.1961 |
ასაკი: | 31 |
დაბ. ადგილი: | კუხი |
სამხედრო წოდება: | რიგითი |
გაუჩინარების ადგილი: | ლესელიძე |
გაუჩნარების თარიღი: | 05.10.1992 |
დაღუპვის ადგილი: | |
დაღუპვის თარიღი: |
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1961 წლის 5 მაისს ხონის რაიონის სოფელ კუხში.
1968-1976 წლებში სწავლობდა სოფელ კუხის საშუალო სკოლაში.
1976 წელს სწავლა გააგრძელა ხონის ელექტროფიკაციის ტექნიკუმში.
1980-1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის საავტომობილო ქარხნის სამჭედლო საამქროში კონტროლიორად.
1985 წელს დაოჯახდა (მეუღლე-კუხალაშვილი მარინე) და შეეძინა ორი შვილი - რუსუდანი და გიგა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლი 5 ოქტომბერს სოფელ ლესელიძესთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.