დაკარგულის ძებნა
გაფართოებული ძიება

დაკარგული

ნაპოვნია!
სახელი: გელა
გვარი: თიგიშვილი
მამის სახელი: ვაჟას ძე
დაბ. თარიღი: 25.05.1972
ასაკი: 36
დაბ. ადგილი: კასპის რაიონი, სოფელი კოდისწყარო
სამხედრო წოდება: უფროსი სერჟანტი
გაუჩინარების ადგილი: ცხინვალი,
გაუჩნარების თარიღი: 08.08.2008
დაღუპვის ადგილი: ცხინვალი,
დაღუპვის თარიღი: 08.08.2008

   თიგიშვილი გელა ვაჟას ძე დაიბადა 1972 წლის 25 მაისს კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროში.

   1978-1987 წლებში სწავლობდა სოფელ კოდისწყაროს საშუალო სკოლაში.

   სკოლის დამთავრების შემდეგ, 1990-1992 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში უკრაინის ქალაქ ბერდიჩევოში.

   დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და ჩაირიცხა საქართველოს სამხედრო პოლიციაში.

   1992-1993 წლებში იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთიანობისათის აფხაზეთში. ომიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა კერძო სამუშაოებზე.

   2006 წელს კვლავ დაბრუნდა შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობას იღებდა კოსოვოს სამშვიდობო მისიაში. შემდეგ მსახურობდა მე-4  ქვეით  ბრიგადაში ჯერ უზრუნველყოფის, ხოლო შემდეგ კავშირგაბმულობის ბატალიონში (წოდება –  უფროსი სერჟანტი).

   2008 წლის 8 აგვისტოს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, გელა ვაჟას ძე თიგიშვილი დაიღუპა გმირულად ცხინვალის მისადგომებთან.

   დაჯილდოვებულია მედლით ,,სამშობლოსათვის თავდადებული" და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილიდ შემდეგ.

   დარჩა დედა, მეუღლე და ორი შვილი - ლაშა და ვაჟა.

მიმაგრებული სურათები:
მიმაგრებული დოკუმენტები:

პარტნიორი ორგანიზაციები