სახელი: | ერმილე |
გვარი: | მაჭარაშვილი |
მამის სახელი: | ზაველის ძე |
დაბ. თარიღი: | 06.09.1973 |
ასაკი: | 20 |
დაბ. ადგილი: | საჩხერის რ-ნი, სოფ. შომახეთი |
სამხედრო წოდება: | რიგითი |
გაუჩინარების ადგილი: | სოხუმი, ახალი რაიონი, |
გაუჩნარების თარიღი: | 26.09.1993 |
დაღუპვის ადგილი: | |
დაღუპვის თარიღი: |
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1973 წლის 6 სექტემბერს საჩხერის რაიონის სოფელ შომახეთში.
1979-1990 წლებში სწავლობდა სოფელ კორბოულის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა წარმატებით. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. მოსკოვში, ივანოვის სახელობის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. პარალელურად სწავლობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მოსამზადებელ ფაკულტეტზე.
1992 წლის აგვისტოდან ჩაირიცხა ქ. ქუთაისის ეროვნული გვარდიის მოტომსროლელთა ბრიგადის II ბატალიონში.
1993 წლის 26 სექტემბერს სოხუმის ახალ რაიონში გამართული ბრძოლის დროს დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 28 აპრილის ბრძანებით, ერმილე მაჭარაშვილი დაჯილდოვებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის".