სახელი: | ფრიდონ (სპირიდონ) |
გვარი: | თირქია |
მამის სახელი: | ვარლამის ძე |
დაბ. თარიღი: | 22.05.1954 |
ასაკი: | 39 |
დაბ. ადგილი: | ხობის რ-ნი, სოფ. საჯიჯაო |
სამხედრო წოდება: | მაიორი |
გაუჩინარების ადგილი: | სოხუმი, |
გაუჩნარების თარიღი: | 27.09.1993 |
დაღუპვის ადგილი: | |
დაღუპვის თარიღი: |
მოკლე ბიოგრაფია:
თირქია ფრიდონ (სპირიდონ) ვარლამის ძე დაიბადა 1954 წლის 22 მაისს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში.
1961-1971 წლებში სწავლობდა სოფელ საჯიჯაოს საშუალო სკოლაში.
1971 წელს სწავლა გააგრძელა ქ. სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
1972-1974 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამასხურს ქ. გვარდეისკსა და ქ. უსტ-კამენოგორსკში.
დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა ქ.სოხუმში და დაიწყო მუშაობა.
1992-1993 წლებში, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის საარმიო კორპუსის ცალკეული სარემონტო - აღდგენით ბქატალიონში მეთაურის მოადგილედ (წოდება - მაიორი).
1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმში წარმოებული ბრძოლების დროს დაიკარგა უგზო-უკვლოდ .
დარჩა მეუღლე და ქალიშვილი