სახელი: | ლევან |
გვარი: | ლოგუა |
მამის სახელი: | იურის ძე |
დაბ. თარიღი: | 09.01.1954 |
ასაკი: | 39 |
დაბ. ადგილი: | ზუგდიდი |
სამხედრო წოდება: | რიგითი |
გაუჩინარების ადგილი: | სოხუმი, |
გაუჩნარების თარიღი: | 27.09.1993 |
დაღუპვის ადგილი: | |
დაღუპვის თარიღი: |
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა ქ. ზუგდიდში 1954 წლის 9 იანვარს.
1970 წელს დაამთავრა ქ. ზუგდიდის მე-5 საშუალო სკოლა.
1970-1975 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. ამავე დროს მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში.
1975-1976 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. იყო პოლკის კომკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე.
დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა გააგრძელა ქ. სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის დრამატულ თეტრში მსახიობად. იყო გამორჩეული დეკლამატორი. მისი ფირი შეტანილი იყო აფხაზეთის რადიოს ოქროს ფონდში.
გადაღებულია ფილმებში: ,,კრაზანა"; მტვერი მზის ქვეშ" და დ. რონდელის ფილმში ,,საჰაერო ხიდი". გატაცებული იყო ფოტო-ხელოვნებით.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმში დაიკარგა უგზო-უკვლოდ.