დაკარგულის ძებნა
გაფართოებული ძიება

დაკარგული

სახელი: ნუკრი
გვარი: დოლიაშვილი
მამის სახელი: ბეჟანის ძე
დაბ. თარიღი: 04.08.1963
ასაკი: 29
დაბ. ადგილი: თბილისი
სამხედრო წოდება: რიგითი
გაუჩინარების ადგილი: გაგრა,
გაუჩნარების თარიღი: 02.10.1992
დაღუპვის ადგილი:
დაღუპვის თარიღი:

მოკლე ბიოგრაფია:

დაიბადა 1963 წლის 4 აგვისტოს ქ. თბილისში.

1969-1980 წლებში სწვალობდა ქ. თბილისის 126-ე საშუალო სკოლაში.

1978-1982 წლებში სწავლობდა ზ. ფალიაშვილის მე-2 მუსიკალურ სასწავლებელში, სპეციალობით - დაწყებითი კლასების მუსიკის პედაგოგი. უყვარდა ხატვა, ძერწვა, პოეზია, ნადირობა.

1989-1992 წლებში მუშაობდა მონადირეთა და მეთევზეთა კავშირში ეგერად. ჰქონდა კერძო ბიზნესი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 2 ოქტომბერს ქ. გაგრის ტერიტორიაზე დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

დარჩა მეუღლე-ჯული და ორი შვილი - თამარი და ალეკო.

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

 

 

      სანთლები

სანთელი იწვის და ნელ-ნელა თავდება,

ვუყურებ სანთელს და ვფიქრდები წამით,

ჩემი ცხოვრებაც ხომ ასე გაქრება,

ჩამქრალი სანთელის აჩრდილის დარი.

   ოო... გულო ნუ სწუხარ, დამშვიდდი, დაწყნარდი,

   სანთელი იწვის და ნელ-ნელა გაქრება,

   დამწვარი სანთელი უკვალოდ გაქრება,

   შენგან კი სიცოცხლე რჩება.

სანთელი იწვის და ნელ-ნელა თავდება,

ჩემს წარსულს ვიხსენებ და ვფიქრდები წამით,

წლები გამქრალა ვით ქრება სანთელი,

არავინ, არავინ არ დარდობს ამით!

   ოო... გულო ნუ შფოთავ დამშვიდდი, დაწყნარდი,

   ამ ქვეყნად სუყველა კვდება,

   სანთელი იწვის და უკვალოდ გაქრება,

   შენგან კი სიცოცხლე რჩება.

 

                    ნუკრი ბეჟანის ძე დოლიაშვილი, 1988 წელი



მიმაგრებული სურათები:
მიმაგრებული დოკუმენტები:

პარტნიორი ორგანიზაციები