დაკარგულის ძებნა
გაფართოებული ძიება

დაკარგული

სახელი: მერაბ
გვარი: ნიქაბაძე
მამის სახელი: ჯანსუღის ძე
დაბ. თარიღი: 07.09.1959
ასაკი: 34
დაბ. ადგილი: თბილისი
სამხედრო წოდება: ზემდეგი
გაუჩინარების ადგილი: აფხაზეთი,სოხუმი,
გაუჩნარების თარიღი: 27.09.1993
დაღუპვის ადგილი:
დაღუპვის თარიღი:

მოკლე ბიოგრაფია:

დაიბადა ქ. თბილისში 1959 წლის 7 სექტემბერს.

1966-1976  წლებში სწავლობდა  ქ. თბილისის  140-ე  საშუალო სკოლაში. 

1978-1980 წლებში  მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

1981 წელს დაოჯახდა.

1981 წელს ჩააბარა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პარალელურად მუშაობდა გამომცემლობა ,,ნაკადულ“-ში.

1985 წლიდან მუშაობდა ი. ჭავჭავაძის სახელობის წიგნის ფაბრიკაში.

1991 წელს მონაწილეობას ღებულობდა სამაჩაბლოში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში.

1992 წლის 3 სექტემბერს შევიდა ,,ავღანელთა“ ბატალიონში.

1993 წლის აგვისტოს თვიდან მსახურობდა უშიშროების სისტემაში.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დროს დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

2005 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ზემდეგი  მერაბ ნიქაბაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის  I ხარისხის ორდენით.

პარტნიორი ორგანიზაციები