სახელი: | თეიმურაზ |
გვარი: | სოზიაშვილი |
მამის სახელი: | არტემის |
დაბ. თარიღი: | 06.10.1954 |
ასაკი: | 38 |
დაბ. ადგილი: | თბილისი |
სამხედრო წოდება: | უფროსი ლეიტენანტი |
გაუჩინარების ადგილი: | სამაჩაბლო,ვანათი |
გაუჩნარების თარიღი: | 29.10.1992 |
დაღუპვის ადგილი: | |
დაღუპვის თარიღი: |
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1954 წლის 6 ოქტომბერს ქ. თბილისში.
1962 წელს სწავლა დაიწყო ქ. თბილისის 37-ე საშუალო სკოლაში. 1967-1972 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 101-ე საშუალო სკოლაში.
1973-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. ლენინგრადში.
1976 წელს სწავლა დაიწყო ქ. ნოვოსიბირსკის სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე.
1979 წელს სწავლა გააგრძელა ქ. ტომსკის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1982 წელს.
იმავე წელს მუშაობა დაიწყო უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ზარავშანში, სამხედრო ნაწილის ექიმად. 1986 წელს მუშაობა გააგრძელა ქ. თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმად.პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისის №8 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში.
1992 წლის 8 სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის შტაბის უფროს ექიმად.
სამაჩაბლოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 29 ოქტომბერს დაიკარგა უგზო-უკვლოდ სოფელ ვანათთან.
დარჩა დედა, მეუღლე და სამი შვილი.