სახელი: | რევაზ |
გვარი: | ჭელიძე |
მამის სახელი: | რევაზის ძე |
დაბ. თარიღი: | 10.07.1926 |
ასაკი: | 67 |
დაბ. ადგილი: | სოხუმი |
სამხედრო წოდება: | |
გაუჩინარების ადგილი: | |
გაუჩნარების თარიღი: | |
დაღუპვის ადგილი: | სოხუმი, |
დაღუპვის თარიღი: | 28.09.1993 |
მოკლე ბიოგრაფია:
დაიბადა 1926 წლის 10 ივლისს ქალაქ სოხუმში.
1933-1943 წლებში სწავლობდა ქალაქ სოხუმის მე-6 საშუალო სკოლაში. სკოლაში სწავლის პერიოდში ცეკვავდა სოხუმის სახალხო ფოლკლორის ანსამბლში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი მამა - მიხეილ ჭელიძე.
1938 წელს მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის ხალხთა კულტურისა და ხელოვნების მეორე დეკადაში ქალაქ მოსკოვში. იგი მთავრობამ დააჯილდოვა როგორც დეკადის ერთ-ერთი ნიჭიერი მონაწილე. იმდენად მოხიბლა ი.ბ. სტალინი, რომ საჩუქრად გადასცა ველოსიპედი. რევაზ ჭელიძე მაშინ იყო 12 წლის.
1944-1945 წლებში იყო ილიკო სუხიშვილის სახელობის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი.
1945 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. ამავე დროს სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში ვოკალის განხრით.
1950 წელს მუშაობა დაიწყო ქ. სოხუმში თავისი სპეციალობით, ვაჭრობის სამინისტროს მთავარ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ რაიკავშირის თავმჯდომარედ. იყო ქალაქ სოხუმის ბაზრის დირექტორი.
1990 წლიდან მუშაობდა სოხუმის სავაჭრო სარევიზიო განყოფილების უფროსად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 28 სექტემბერს, რევაზ ჭელიძე დახვრიტეს თავისი საცხოვრებელი სახლის წინ.
დარჩა მეუღლე და ორი შვილი.